თურქეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო და სტუმრად საქართველოს ნაკრები 2:3 დაამარცხა.
თურქები 0:3 იგებდნენ, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა თამაშში დაბრუნება შეძლო, ბოლო წამზე მომენტიც გვქონდა, რომელიც მეკარემ მოიგერია.
თურქი გულშემატკივრები შედეგით კმაყოფილები არიან, თუმცა თავიანთი ნაკრებისგან უფრო მეტს ითხოვენ.
"ვამაყობ ჩემი ნაკრებით, ასე გააგრძელეთ"
"ასეთი საოცარი თაობა დიდი ხანია არ გვყოლია, დროა უფრო დიდ შედეგებს მივაღწიოთ"
"მოგება კარგია, მაგრამ ყველა საქართველო არ არის, რომ 10 კაცით დავრჩეთ და შეცდომები გვაპატიონ. ესპანეთთან ეს არ გვეპატიება, რადგან ესპანეთია და არა საქართველო"
"საქართველოსთან მოგება საჭირო იყო, ესპანეთის დამარცხებაც შეგვიძლია"
"თურქეთის ჩემპიოანატის ფეხბურთელებმა დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში, რაც სასიხარულოა"









