პირველი გოლი "თეთრ-მწვანეებმა" გაიტანეს. პაულინიო ფერნანდეშის დარტყმის შემდეგ, ტაიმის მიწურულს, კი ჯანლუკა სკამაკამ წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრა "შავ-ლურჯების" უპირატესობით მიმდინარეობდა და სტუმრებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ. საბოლოოდ, ყველაფერი იტალიაში გაირკვევა.
ლომბარდიელები "ლომებს" მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში მიიღებენ 13 მარტს, მატჩი 23:55 საათზე გაიმართება.











