ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბარსელონასა და მილანის ინტერს შორის დაფიქსირდა ფრე, 3:3. ანგარიში პირველივე წუთზე ქუსლით გახსნა მარკუს ტურამმა, რის შემდეგაც "ნერაძურიმ" შეაგდო მეორეც, დენზელ დუმფრისის გოლის შემდეგ.
კატალონიელები თამაშში დაბრუნდნენ მალევე და გაიტანეს ორი გოლი - ჯერ ლამინ იამალმა, შემდეგ კი ფერან ტორესმა. ასე დასრულდა პირველი ნახევარი, რის შემდეგაც მეაცას ბინადრებმა შეაგდეს მესამეც, კვლავ ნიდერლანდელი განაპირა მცველის დამსახურებით. "ბლაუგრანას" მხრიდან კი მე-3 ბურთი რაფინია ბელოლიმ გაიტანა.
აღსანიშნავია ის, რომ კარში შესვლამდე ბურთი მოხვდა იან ზომერს, რის გამოც მას ავტოგოლი ჩაეთვალა. შედეგად, მატჩი დასრულდა 3:3, საპასუხო კი 7 მაისს გაიმართება.
ბარსელონა 3:3 ინტერი
გოლები: 0:1 მარკუს ტურამი 1', 0:2 დენზელ დუმფრისი 21', 1:2 ლამინ იამალი 24', 2:2 ფერან ტორესი 38', 2:3 დენზელ დუმფრისი 63', 3:3 იან ზომერი (ავტოგოლი) 65'.









