ანგარიში გახსნეს "მეთოფეებმა", ბუკაიო საკას გოლის შემდეგ. "რეკორდმაისტერი" თამაშში დააბრუნა სერჟ გნაბრიმ, მოგვიანებით კი ჰარი კეინმა სტუმრები წინ გაიყვანა.
წონასწორობა აღადგინა ლეანდრო ტროსარმა და შეხვედრის ბოლოს მაყურებელმა საკამათო ეპიზოდიც იხილა, როდესაც ბაიერნის საჯარიმოში მანუელ ნოიერის ფეხს საკა გამოედო.
მსაჯმა მიუნხენელთა კარში პენალტი არ დანიშნა და თამაში დაამთავრა. განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 17 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.











