ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ნეიმარის შესახებ საუბრობს და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის შანსებს აფასებს.
"როცა ნეიმარი ბარსელონაში გადმოვიდა, პირველი კვირა შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის მესის დონის ფეხბურთელი იყო. არავინ ყოფილა მესის დონესთან ახლოს ისე, როგორც 21 წლის ნეიმარი ბარსელონაში მოსვლისას.
ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალის მოგება შეუძლიათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ კარლო ანჩელოტი ჰყავთ - მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელების საუკეთესო ვერსიას ქმნის.
სხვა ფავორიტები ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და პორტუგალია არიან. გერმანიას ფავორიტად ნაკლებად მივიჩნევ. შეიძლება, ფავორიტებს ინგლისიც მივაკუთვნოთ", - განაცხადა ჩავიმ.









