ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აკაკი ტაბუცაძე იყო — მან მეტოქე სამჯერ დაალელოვა და პირველი ბორჯღალოსანი გახდა, რომელმაც ნაკრებში 50 ლელო მიითვალა.
აღნიშნული შედეგით, აკაკი ტაბუცაძე მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს და მე-5 პოზიციაზე მყოფ იაპონელ ჰიროტოკი ონოზავას მხოლოდ 5 ლელოთი ჩამორჩება. 50 ლელოს დასადებად ქართველ მორაგბეს 51 მატჩი დასჭირდა.
მორაგბეები, რომლებმაც მინიმუმ 50 სანაკრებო ლელო დადეს
1) დაისუკე ოჰატა (იაპონია, 1996–2006) — 69 ლელო
2) ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, 2004–2016) — 67 ლელო
3) დევიდ კამპესი (ავსტრალია, 1982–1996) — 64 ლელო
4) შეინ უილიამსი (უესლი, 2000–2011) — 60 ლელო
5) ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია, 2001–2013) — 55 ლელო
6) აკაკი ტაბუცაძე (საქართველო, 2020–დღემდე) — 50 ლელო
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი / ირაკლი ტყემალაძე










