საქართველოს ეროვნული ნაკრების და კოპენჰაგენის მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა — ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და გულშემატკივრევს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის. მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ. ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!"









