აღნიშნულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" 4 ჯარიმა გაიტანეს — ოთხივე დარტყმა ზუსტად ლუკამ შეასრულა. ფიჯელებმა კი 3 ლელო დადეს და 2 ჯარიმა მიითვალეს აქტივში.
ზაფხულის ტესტების მეორე მატჩს "ბორჯღალოსნები" 13 ივლისს, სენდაიში იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 20 ივლისს, სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
LaGazzetta.ge-ს მხარდამჭერი სარაგბო მატჩზე არის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი ირაკლი ტყემალაძე









