მილანის მფლობელი ჯერი კარდინალე და როსონერიში მისი მთავარი მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დღეს The Business of Football Summit 2024-ს დაესწრნენ. კარდინალემ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა:
"ჩვენ ახალ სტადიონს ვაშენებთ. ბოლო 18 თვეში დიდი პროგრესი გვქონდა და გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს იქნება საჩუქარი ჩვენი ფანებისთვის. ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ სხვა იტალიური კლუბებისთვის, იმედია ისინიც მოგვბაძავენ.”
"არ მოგვწონს გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზე რომ არაა. მართალია ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მათ ყველაფერი წინ აქვთ, მაგრამ სეზონის წინ მეტის მოლოდინი გვქონდა. ზაფხულში ცვლილებები იქნება."
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "კარდინალეს შემოთავაზებაზე უარს ფიზიკურად ვერ ვიტყოდი, მან მილანში დაბრუნების შესაძლებლობა მომცა, რაზეც მარტივად დავთანხმდი. ეს კლუბი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. დიდი ამბიციები მაქვს და ვეცდები კლუბს დავეხმარო. მილანს ახალი სტადიონი ექნება, რაც ძალიან კარგი ამბავია. სხვებთან შედარებით ახალი არენა დიდ სხვაობას მოგვცემს, მილანისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება."










