ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს.
გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, მსაჯებისგან მაღალი შეფასება, 140.17 ქულა დაიმსახურა და მე-2 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ანასტასიამ 9 ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს სამი დისციპლინის შემდეგ 50 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა.
რამდენიმე წუთში ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძე იასპარეზებს.









