იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ასპარეზობაში საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრები ჩაერთო. ჩვენი გუნდიდან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი გავიდა ლუკა ბუჩუკური, რომელმაც გიგანტურ სლალომში იასპარეზა.
ლუკა ბუჩუკურმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 1:28.21 წუთში გადაკვეთა და 61-ე ადგილზე გავიდა. უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას - 1:20.57 წუთში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 51-ე ადგილი დაიკავა. ორივე დაშვების ჯამში (2:48.78) კი ბუჩუკურმა 56-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
ვაჟთა გიგანტურ სლალომში ჩემპიონობა მოიპოვა ბრაზილიელმა ლუკას პინეირო ბროტენმა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეიარმა.
ქართველი ოლიმპიელი უკეთესი შედეგისთვის 16 თებერვალს სლალომში იასპარეზებს.
ხვალ,სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურიგიგანტურ სლალომში გამოვა,ფიგურულ ციგურაობაში წყვილთა მოკლე პროგრამაში კი საქართველოდან ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი იასპარეზებს.









