იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა. საქართველოს ფიგურული მოციგურავეთა ნაკრების წევრებმა მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე იმყოფებიან.
ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მეოთხე კომპლექტისთვის ასპარეზობა 19 წყვილმა დაიწყო, საუკეთესო შედეგისთვის იბრძვიან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი.
სპორტული წყვილი თავისუფალი პროგრამით 16 თებერვალს იასპარეზებს.
17 თებერვალს კი მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვას წარდგება.









