ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში ფინალურ ეტაპზე საქართველოდან დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა,თავისუფალი პროგრამით იასპარეზა, 117,62 ქულა დააგროვა და ჩვენ გუნდს 7 ქულა მოუტანა. საქართველოს ნაკრებს 32 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზეა.
შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს, ფინალამდე ჩვენი გუნდიდან 6 თებერვალს ანასტასია გუბანოვამ მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს 6 ქულა მოუტანა. რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ნაკრებს 5 ქულა შემატა. მოკლე პროგრამაში წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 77.54 ქულა დააგროვეს, მეორე პოზიცია დაიკავეს და საქართველოს 9 ქულა მოუტანეს.
7 თებერვალს ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამით იასპარეზა. ქართველმა 84,37 შეფასება დაიმსახურა და გუნდური 5 ქულა მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 25 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მე-5 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში საქართველოსთან ერთად, აშშ, იაპონია, იტალია, კანადა ასპარეზობენ.
8 თებერვალს თავისუფალი პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი, ასევე ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა იასპარეზებენ.









