პრემიერ ლიგის მე-9 ტურის კიდევ ერთი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ბრენტფორდისა და ლივერპულის დაპირისპირება იხილა. არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში შეხვდა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე სრულიად დამსახურებულად დაამარცხეს.
ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც მორიგი 90 წუთი მიითვალა. ქართველ მეკარეს 5 სეივი ჰქონდა, მისი პერფორმანსი კი 6.0 ქულით შეფასდა.
ზედიზედ 4 მარცხი პრემიერ ლიგაში და კრიზისი, რომლიდანაც არნე სლოტის გუნდი ვერ გამოდის — ლივერპული 15 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩა, ხოლო რაც შეეხება ბრენტფორდს, "ფუტკრები" ამ ტურის შემდეგ 13 ქულას აგროვებენ, რითაც მე-10 პოზიციაზე ინაცვლებენ.
ბრენტფორდი 3-2 ლივერპული
გოლები: 1-0 დანგო უატარა 5', 2-0 კევინ შადე 45', 2-1 მილოშ კერკეზი 45+5', 3-1 იგორ ტიაგო (პენ.) 60', 3-2 მოჰამედ სალაჰი 89'.
მატჩის მიმოხილვა









