ლა ლიგის მერვე ტურში ბარსელონა სტუმრად სევილიასთან 1:4 განადგურდა. მასპინძლების მხრიდან პირველი გოლი გაიტანა ვეტერანმა ალექსის სანჩესმა, რომელიც წარსულში კატალონიელთა ღირსებას იცავდა. სტუმრების მხრიდან ერთადერთი ბურთი მარკუს რაშფორდმა შეაგდო.
პარის სენ-ჟერმენთან მარცხის შემდეგ, "ბლაუგრანამ" ზედიზედ მეორე წაგება იგემა. ამის გარდა, ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა დაკარგა პირველი პოზიცია, რომელიც ამჟამად კვლავ მადრიდის რეალს ეკუთვნის. დედაქალაქელებსა და კამპ ნოუს ბინადრებს შორის სხვაობა 2 ქულა არის.
სევილია 4:1 ბარსელონა
გოლები: 1:0 ალექსის სანჩესი 13', 2:0 ისააკ რომერო 36', 2:1 მარკუს რაშფორდი 45', 3:1 ხოსე კარმონა 90', 4:1 აკორ ადამსი 96'.









