97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი - ქართველმა მოჭიდავემ ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედჰან მაგომედოვი დაამარცხა.
აკაკი ქემერტელიძე (70 კგ.) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.) და ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ხვალ მედლები 61, 74, 86, 92 და 125 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება. ოქროს მედლის მოგების შანსი გენო პეტრიაშვილს (125 კგ.) აქვს, ხოლო ბრინჯაოსთვის შოთა ფარტენაძე (61 კგ.), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.) იბრძოლებენ.









