ზედიზედ მეორედ, ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია. ფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა (100კგ.) პოლონელი პიოტრ კუჩერა, რამდენიმე წამში, იპონით დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
ილიამ ფინალამდე 4 მეტოქეს სძლია.
საქართველოს დელეგაციისთვის, ილიას ოქრო მეორე მედალია 2024 წლის ბაქოს გრანდ სლემზე, შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.