ზედიზედ მეორედ, ავსტრიის ჩემპიონი ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" გახდა. დღეს, ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, 32-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რაც გრაცელების ჩემპიონობისთვის საკმარისი იყო, "შტურმმა" 40 ქულა დააგროვა.
ანგარიში გრაცელებმა პირველი ტაიმის მიწურულს, ბოვინგის გოლით გახსნეს, წონასწორობა 67-ე წუთზე ბალომ აღადგინა. კიტეიშვილმა „შტურმის“ შემადგენლობაში სრულად ითამაშა. სანდრო ალთუნაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" ერთად, ავსტრიის ბუნდესლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა. კიტეიშვილს, "შტურმთან" ერთად ორი ჩემპიონობის გარდა, ავსტრიის თასიც აქვს მოგებული (2024 წელს).
2024-25 წლების სეზონი კიტეიშვილისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, ქართველმა ბუნდესლიგის 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. კიტეიშვილმა აღნიშნულ სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.









