ეს იყო ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სერია ა-ში, რომელშიც "ბიანკონერიმ" გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა. "ფრთიან ლომებთან" თამაშამდე, სამი ფრე დაფიქსირდა მილანთან, ბოლონიასა და ლეჩესთან. ალიანსის ბინადრებმა ბოლოს 9 ნოემბერს, მეზობელ ტორინოსთან მოიგეს.
Serie A
ზედიზედ მეოთხე ფრე სერია ა-ში - იუვენტუსის კრიზისი გრძელდება

სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის იუვენტუსმა მიიღო ვენეცია, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. აღსანიშნავია, რომ ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა, ფედერიკო გატის გატანილი ბურთის შემდეგ, მაგრამ მე-2 ტაიმში "ბებერმა ქალბატონმა" "ნეროვერდისგან" 2 გოლი გაუშვა. კალჩოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის ქულის გადარჩენა შეძლო დუშან ვლაჰოვიჩმა, 95-ე წუთზე ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით.










