რაც შეეხება უკანასკნელ ტურს, ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებს ვესტ ჰემის დამარცხება სჭირდებოდათ, რაც წარმატებით შესრულდა. ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, არსენალმა, მოუგო ევერტონს, მაგრამ ეს აღარაფერს ნიშნავდა, რადგან ეტიჰადელებს ქულები არ დაუკარგავთ. ცნობისთვის, უკვე ზედიზედ მე-2 სეზონია, რაც ლონდონელები სეზონს ვიცეჩემპიონის სტატუსით ასრულებენ.
რაც შეეხება ოთხეულს, სიტისა და "მეთოფეების" გარდა, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპული და ბირმინგემის ასტონ ვილა ითამაშებენ. ეს იყო იურგენ კლოპის ბოლო სეზონი "მერსისაიდელთა" დამრიგებლის რანგში. ახალი სეზონიდან მას არნე სლოტი ჩაანაცვლებს. "ვილანები" კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 1983 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებენ.
რაც შეეხება სხვა გამოსარჩევ მომენტებს - ტოტენჰემი და ჩელსი ითამაშებენ ევროპა ლიგაზე, ნიუკასლი - კონფერენს ლიგაზე. პრემიერ ლიგიდან გავარდნენ ლუთონი, ბარნლი და შეფილდი. სეზონის საუკეთესო გოლეადორი კი გახდა მანჩესტერული გუნდის ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც 27 ბურთი გაიტანა.











