შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა, რაც "შავ-ლურჯები" სერია ა-ში თავის მოწინააღმდეგეს მსგავსი ანგარიშით უგებენ. ჯან პიერო გასპერინის გუნდამდე, მეაცას ბინადრებმა 4 უპასუხო გოლი სალერნიტანასა და ლეჩეს გაუტანეს. დღევანდელი გადადებული მატჩის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის სხვა კლუბების მსგავსად, 26 თამაში სიმონე ინძაგის კოლექტივსაც დაუგროვდა.
ინტერნაციონალე აგროვებს 69 ქულას და მეორეადგილოსან ტურინის იუვენტუსთან სხვაობას 12 ქულამდე ზრდის. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, მილანელების მეტოქე ჯენოა იქნება. მატჩი გაიმართება 4 მარტს, ჩვენი დროით, 23:45 საათზე. 14 მარტს კი იტალიის ჩემპიონატის ლიდერი საპასუხო შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკოს ესტუმრება.











