ოლივიე ჟირუსა და მილანის ისტორია სეზონის ბოლოს დასრულდება. 38 წლის ფრანგი "როსონერის" დასატოვებლად ემზადება.
ჟირუ, დიდი ალბათობით, კარიერას ამერიკულ ლოს ანჯელესში გააგრძელებს, სადაც მისი ახლო მეგობარი, უგო ლორისიც თამაშობს. მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. საუბარია 18-თვიან ხელშეკრულებაზე.
როგორც მილანის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, ჟირუს მომავალი თავიდან ბოლომდე მასზე იყო დამოკიდებული. თუ ის დარჩენას გადაწყვეტდა, მილანი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებდა, თუმცა როგორც ჩანს, ვეტერან ფრანგს სულ სხვა გეგმები აქვს. საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი ახალი ეტაპისთვის ემზადება.
ჟირუ მილანში 2021 წელს ჩელსიდან გადაბარგდა. ამ დროში ოლივიემ 46 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. 2021/22 სეზონში კი გუნდთან ერთად სკუდეტოს დაეუფლა.
Serie A
ჟირუს მილანური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა









