საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში გამართული შეხვედრა ტულუზასა და პსჟ-ს შორის სტუმართა გამარჯვებით 3:6 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჟოაო ნევეში გახდა, რომელმაც ერთმანეთზე ლამაზი სამი გოლი გაიტან ადა უმაღლესი, 10.0 შეფასება მიიღო.
ერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, დუბლის ავტორი კი უსმან დემბელე გახდა.
პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.
გასაკვირი არაა, რომ სამი ტურის შემდეგ პსჟ-ს 9 ქულა აქვს და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.









