მთელი მატჩის განმავლობაში გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა მაყურებელმა მხოლოდ ერთი გატანილი გოლი იხილა, ისიც მატჩის მიწურულს. მე-60 წუთზე ერიკ ტენ ჰაგმა მოედანზე გუნდის ახალწვეული, ჯოშუა ზირკზე შეუშვა, რომელამც გამარჯვების მომტანი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. ახალგაზრდა ნიდერლანდელმა ალეხანდრო გარნაჩოს საგოლე გადაცემით ისარგლება და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
"წითელი ეშმაკები" ახალ სეზონს 3 ქულით იწყებენ!
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









