ზლატანს მილანის სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს. ის საჯაროდ მკაცრ საუბარს არ მოერიდა და განაცხადა, რომ როსონერის 2 ფეხბურთელი, რომლებიც პრემიერ ლიგაში იჯარით თამაშობდნენ, ძირითად გუნდში ვეღარ იქნებიან.
"ვადასტურებ, რომ ფოდე ბალო ტურე და დივოკ ორიჯი მილანის ძირითადი გუნდის გეგმებში საერთოდ არ შედიან და ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში გადავლენ. მათი მილანში ყოფნა ჩვენი პროექტის ნაწილი არ არის."
ფოდე ბალო ტურეს ფულჰემთან, ორიჯის კი ნოტინგემთან იჯარის ვადა ამოეწურათ, მილანში დაბრუნდნენ, თუმცა იბრას ამ განცხადების შემდეგ, ახალი კლუბის პოვნა მოუწევთ.
ზლატანმა ისიც დაადასტურა, რომ როსონერი აქტიურად მუშაობს რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაზე.










