L'ÉQUIPE-ის ოფიციალური გვერდი, ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 10-ქულიანი სისტემით 7 ქულა დაიმსახურა.
დავითაშვილმა ლილის წინააღმდეგ საკმაოდ სოლიდური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა, მისმა სენტ-ეტიენმა კი მეტოქე 1:0 დაამარცხა.
იხილეთ სიმბოლური გუნდის საუკეთესო თერთმეტეული: