ბორდო ამ გამარჯვებით, ცხრილში ერთ პოზიციით დაწინაურდა და მე-13 ადგილზე გადავიდა. ალბერტ რიერას გუნდი გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულით უსწრებს.
იმის ფონზე, რომ ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს და უფროსობა ფეხბურთელების გაყიდვაზეა გადართული, ზურიკოს დღევანდელმა გოლმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს და ქართველი შემტევი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩეს. პლიუს ამას ისიც ემატება, რომ სატრანსფერო ფანჯარა საფრანგეთში ორ დღეში იხურება. ზურიკოსთვის ეს გატანილი გოლი ამ სეზონში რიგით მეორე იყო.









