საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში სტ.ეტიენი საკუთარ მოედანზე პაუს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.
მოგებული გუნდის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილმა შესვლიდან 10 წუთში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
12 ტურის შემდეგ, სტ.ეტიენს 23 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, დავითაშვილის ანგარიშზე კი 5 გოლია.









