23 წლის ქართველი შემტევი აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან გოლი და ასისტი გაიფორმა. დავითაშვილმა მეტოქის კარი 42-ე წუთზე აიღო, ხოლო 90-ე წუთზე გოლი პედრო დიასს გაატანინა.
30 ტურის შემდეგ ბორდოს 38 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო პარიზი 43 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში ბორდო კაენს ესტუმრება, ხოლო პარიზი გრენობლის მიიღებს.










