20 წლის შემტევმა ვალენსიას ბ გუნდში გოლი გაიტანა, ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა და იმდენი ქნა, რომ მთავარი გუნდის თავკაცის, რუბენ ბარახას მოწონება დაიმსახურა. ის ახლა ვალენსიას დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მადრიგალი კოსტა რიკის ნაკრებშიც თამაშობს და გასულ თვეს, გოლიც გაიტანა. მისი აგენტი ანტონიო ლოპესი ამბობს, რომ უორენი ზუსტად იმ გზას გადის, რაც მამარდაშვილმა გაიარა.
"როგორც ვიცი, ვალენსიაში მადრიგალის თამაშით აღფრთოვანებულები არიან, წონაში დაიკლო, სისწრაფე მოემატა, გოლიც გაიტანა და კოსტა რიკაში მისით ყველა ამაყობს.
ის ძალიან მშვიდია და დარწმუნებულია, რომ დიდი ფეხბურთის თამაშს შეძლებს. მისი გზა მამარდაშვილის გზას ჰგავს, თუ გოლების გატანას არ შეწყვეტს, ვალენსია მას აუცილებლად გამოისყიდის", - განაცხადა ლოპესმა.
მადრიგალი ახლა კოსტა რიკის ნაკრებში მიდის, მისი ნაკრები 12 და 16 ოქტომბერს სურინამისა და დვატემალას ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, თავიდან ვალენსიაში მამარდაშვილიც მეორე გუნდში ირიცხებოდა, თუმცა მცირე მონაკვეთში იმდენი ქნა, რომ ვალენსიას ძირითადი მეკარე გახდა და დღეს ლივერპულის საკუთრებაა.










