მიუხედავად შინ მოგებული 3:2 მატჩისა, ასტონ ვილამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ-ს ბარიერი ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბირმინგემული კლუბის თავკაცმა უნაი ემერიმ გააკეთა.
" უბრალოდ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. კარგად ვითამაშეთ პირველ მატჩში, თუმცა დავმარცხდით, დღეს კი გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ბრწყინვალე თამაში შედეგის მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა.
მიზნის ბოლომდე მისაღწევად ბოლო ნაბიჯი დაგვაკლდა, რაზეც უნდა ვიმუშავოთ, განვვითარდეთ და მომავალში ეს ბოლო ნაბიჯიც წარმატებით გადავდგათ.
ფანტასტიური გულშემატკივრობა იყო; წარმოიდგინეთ, პირველ ტაიმში 0:2 ვაგებდით და მუხტი იგივე იყო, არ ვარდებოდა და ამან სტიმული მოგვცა ."









