ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.
87+ წონით კატეგორიაში ანასტასია გოტფრიდმა ატაცში 117 კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი აიღო, ხოლო აკვრაში 140 კგ. ასწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში ანასტასია გოტფრიდი 257 კგ.-ით ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
2024 წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, დღე მამაკაცთა შორის 109+ კგ. წონითი კატეგორიით დასრულდება, სადაც მონაწილეობას ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე მიიღებენ. შეჯიბრი, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.
1 ოქრო და 2 ვერცხლი - ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა









