1. პირველად თავის ისტორიაში მანჩესტერმა კრისტალ პალასთან პრემიერ ლიგის ორივე მატჩი წააგო. ამასთან ერთად, აღნიშნული გუნდისგან გასვლით მატჩში იუნაიტედმა მიიღო 4 ბურთი, რაც ასევე პირველად მოხდა.
2. 13 მარცხი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში. ყველაზე ცუდ შედეგად მიიჩნევა 16 წაგება, 1989-1990 წლების სეზონში, თუმცა იმ დროს ინგლისის პირველობას პრემიერ ლიგა არ ერქვა. უშუალოდ ეპლ-ის ეპოქაში ანტირეკორდი იყო 12 მარცხი, 2013/14 და 2021/22 წლების სეზონში.
3. 81 გაშვებული გოლი ყველა ტურნირზე ერთად. ყველაზე ცუდი შედეგი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში 1977 წლის შემდეგ. მხოლოდ პრემიერ ლიგა რომ გავითვალისწინოთ, "მანკუნიანელებმა" 55 ბურთი გაუშვეს.
4. ოლდ ტრაფორდის ბინადრები ისტორიაში პირველად დამარცხდნენ ლონდონში გამართულ ხუთ გასვლით შეხვედრაში. საუბარია არსენალთან, ჩელსისთან, ტოტენჰემთან, ვესტ ჰემსა და კრისტალ პალასთან წაგებებზე.
5. ერიკ ტენ ჰაგის გუნდის კარში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა 611-ჯერ დაარტყეს. ეს არის ბოლოდან მესამე შედეგი პრემიერ ლიგის კლუბებს შორის.
6. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაშვებული 15 გოლი - ანტირეკორდი ინგლისურ გუნდებს შორის. მანჩესტერმა ექვსი გოლი გაუშვა გალათასარაისგან, ხუთი ბაიერნისგან, ოთხი კი კოპენჰაგენისგან.
7. დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაშიც კი, იუნაიტედი მაქსიმუმ მოაგროვებს 63 ქულას, რაც ასევე ანტირეკორდია 2013/2014 წლების სეზონის შემდეგ. იმ სეზონში "წითელ ეშმაკებს" თავკაცობდა დევიდ მოიესი, რომელმაც 64 ქულა მოაგროვა.
8. "მანკუნიანელები" პრემიერ ლიგის ისტორიაში +4-გოლიანი სხვაობით რვაჯერ დამარცხებულან. სამი წაგება სწორედ ნიდერლანდელი თავკაცის მოღვაწეობის პერიოდში იყო. ოლდ ტრაფორდის ბინადრები განადგურდნენ ლივერპულთან (0:7), ბრენტფორდსა (0:4) და კრისტალ პალასთან (0:4).
9. კარლოს კაზემირო კრისტალ პალასის ფეხბურთელებმა რვაჯერ მოატყუეს, რაც ასევე პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.
10. პრემიერ ლიგის 35-ე ტურისთვის ტენ ჰაგის გუნდს აქვს ბურთების უარყოფითი შეფარდება, რაც 21-ე საუკუნეში აქამდე არ დაფიქსირებულა - 52 გატანილი და 55 გაშვებული ბურთი.











