"ფეხბურთელი, რომელიც უსამართლოდ დარჩა ოქროს ბურთის გარეშე? ანრი. მან წლის საუკეთესო ფეხბურთელის 10 ჯილდო დაიმსახურა. ის იყო საუკეთესო როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგასა და თავის ეროვნულ გუნდში. იყო შემთხვევები, როდესაც ტიერი მატჩებს მარტო იგებდა", - განაცხადა "არისტოკრატების" ყოფილმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ოქროს ბურთზე წარდგენილი იყო ორჯერ - 2003 და 2006 წლებში. ის მეორე და მესამე ადგილზე გავიდა.











