თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს - დღეს საქართველოს ღირსებას თენგო ზირაქაშვილი (-66 კგ.) იცავდა, რომელიც მეორე წრეში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
საჭიდაო დღე კი და-ძმა აბეების ტრიუმფით დასრულდა - ჰიფუმი (-66 კგ.) და უტა (-52 კგ.) აბე ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ აბეებმა 5-5 ორთაბრძოლა მოიგეს და ყველა მეტოქე იპონით დაამარცხეს.
ხვალ ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების ღირსებას დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ.), ზაურ დვალაშვილი (-81 კგ.) და ნინო გულბანი (-70 კგ.) დაიცავენ.
10 ორთაბრძოლა და 10 იპონი - და-ძმა აბეების ტრიუმფი ანტალიაში











