ჩემპიონთა ლიგის დაარსებიდან დღემდე, გვხვდება 10 ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის ყველაზე მეტი ბურთი შეგდებული აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მეტოქეების კარი 4-ჯერ აიღო. ახალგაზრდა ვინგერის შემდეგ, 3 ბურთით კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და გიორგი დემეტრაძე მოდიან.
როგორც ვხედავთ, ბირმინგემის ასტონ ვილას კარში გატანილი ბურთის შემდეგ, პარის სენ-ჟერმენის გარემარბი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შედეგიანი ქართველი მოთამაშე გახდა. სრული 10-ეული შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ქართველი ფეხბურთელების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე:
| ფეხბურთელი | გოლების რაოდენობა | მატჩების რაოდენობა | გუნდი |
| 1. ხვიჩა კვარაცხელია | 4 | 23 | ნაპოლი/პსჟ |
| 2. კახა კალაძე | 3 | 70 | მილანი |
| 3. ლევან კობიაშვილი | 3 | 11 | შალკე |
| 4. გიორგი დემეტრაძე | 3 | 10 | დინამო კიევი |
| 5. ალექსანდრე ჩივაძე | 2 | 4 | დინამო თბილისი |
| 6. დავით ყიფიანი | 2 | 4 | დინამო თბილისი |
| 7. ვლადიმერ გუცაევი | 2 | 4 | დინამო თბილისი |
| 8. მიხეილ აშვეთია | 1 | 8 | ლოკომოტივი |
| 9. ოთარ კიტეიშვილი | 1 | 7 | შტურმი |
| 10. რამაზ შენგელია | 1 | 4 | დინამო თბილისი |









