ბრაზილიელი თავდამსხმელის საუკეთესო შედეგი 2002-2003 წლების სეზონის ნახევარფინალში გასვლა იყო, სადაც მისი "სამეფო კლუბი" ტურინის იუვენტუსთან დამარცხდა.
"ბლანკოსის" ექს-ფორვარდის შემდეგ მოდის რობერტო ბაჯო, რომელსაც 90-იანებში უთამაშია ევროპაში იმდროისთვის უძლიერეს "ბებერ ქალბატონსა" და მილანში, მაგრამ ლიგის მოგება მან ვერ მოახერხა.
სამეულს ხურავს ევროპულ გრანდებში მოგზაურობის მოყვარული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 2009 წელს ლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდში, ბარსელონაში, გადავიდა, მაგრამ იმ სეზონის გამარჯვებული მისი ყიფილი გუნდი, "ნერაძური" გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, როცა შვედი ფორვარდი უკვე მილანში თამაშობდა, ტრიუმფატორები კატალონიელები გახდნენ.
სრული 10-ეული ასე გამოიყურება:
1. რონალდო ნაზარიო
2. რობერტო ბაჯო
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
4. ჯანლუიჯი ბუფონი
5. ლოთარ მათეუსი
6. პაველ ნედვედი
7. ერიკ კანტონა
8. ფრანჩესკო ტოტი
9. გაბრიელ ბატისტუტა
10. დენის ბერგკამპი











