უფასო ტრანსფერები პირველ რიგში ასოცირდება ვეტერანებთან ან მეორეხარისხოვან ფეხბურთელებთან, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს, რომლებიც ამა თუ იმ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ.
პირველ ადგილზე არის კილიან მბაპე, რომელიც პარის სენ-ჟერმენიდან რეალ მადრიდში გადასვლის მომენტისთვის 180 მილიონი ევრო ღირდა. ფრანგი ფორვარდის შემდეგ მოდის ლეო მესი, ბარსელონადან - პსჟ-ში, მაშინ, როცა მისი ფასი 80 მილიონს შეადგენდა. სამეულს ხურავს ჯიჯო დონარუმა, მილანიდან - ისევ და ისევ "ლურჯ-წითლებში", 60 მილიონი.
ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი აგენტები ტრანსფერის მომენტში
| ფეხბურთელი | ტრანსფერი | ფეხბურთელის ფასი |
| კილიან მბაპე | პსჟ-დან - რეალში | 180 მილიონი ევრო |
| ლიონელ მესი | ბარსელონადან - პსჟ-ში | 80 მილიონი ევრო |
| ჯანლუიჯი დონარუმა | მილანიდან - პსჟ-ში | 60 მილიონი ევრო |
| დავიდ ალაბა | ბაიერნიდან - რეალში | 55 მილიონი ევრო |
| რობერტ ლევანდოვსკი | დორტმუნდიდან - ბაიერნში | 50 მილიონი ევრო |
| მილან შკრინიარი | ინტერიდან - პსჟ-ში | 50 მილიონი ევრო |
| პოლ პოგბა | მან იუნაიტედიდან - იუვენტუსში | 48 მილიონი ევრო |
| მემფის დეპაი | ლიონიდან - ბარსელონაში | 45 მილიონი ევრო |
| ფრენკ კესიე | მილანიდან - ბარსელონაში | 45 მილიონი ევრო |
| ჯონათან დევიდი | ლილიდან - იუვენტუსში | 45 მილიონი ევრო |









