პარის სენ-ჟერმენისა და ბაიერნ მიუნხენის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმა შეეჯახა ჯამალ მუსიალას, რითაც ახალგაზრდა ფლეიმეიქერს მან ტრავმა მიაყენა. გერმანელმა შუახაზელმა მოიტეხა კოჭი და დაიზიანა იოგები, რითაც მოედანს 5 თვით ჩამოშორდა.
იტალიელ მეკარეს აკრიტიკებენ როგორც "რეკორდმაისტერის" გულშემატკივრები, ისე კლუბის წარმომადგენლებიც. მაგალითად, გერმანიის ეროვნული გუნდის ფლეიმეიქერის ტრავმას გამოეხმაურნენ მანუელ ნოიერი და ალიანც არენას ბინადრების სპორტული დირექტორი, მაქს ებერლი.
"დონარუმასთან მივედი და ვუთხარი - არ გინდა მიხვიდე და გაამხნევო ჩვენი ფეხბურთელი? ეს იქნებოდა პატივისცემის გამოხატვის კარგი საშუალება. ჯიჯოს ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი. იმ ეპიზოდში არ ვითამაშებდი მისნაირად, რადგან ტრავმის მიყენების რისკი მართლაც მაღალი იყო."
"თუ ვიწონი 100 კილოგრამს და მოწინააღმდეგეს მთელი ძალით ვუხტები კოჭში, დიახ, რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება. არ ვთვლი, რომ დონარუმამ მუსიალას ტრავმა მიაყენა განზრახ, უბრალოდ მას სიფრთხილე მართებდა."









