ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ კედლებში ლიონი მიიღო, დრამატულ ბრძოლაში 5-4 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა. ოლდ ტრაფორდზე კი ანგარიში მე-10 წუთზე უგარტემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. 46-ე წუთზე დალომ გამოიჩინა თავი და პირველი ნახევარი მანჩესტერელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
მეორე ტაიმის შუაში, 71-ე წუთზე ტოლისომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ზუსტად 7 წუთში ტალიაფიკომ გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ 89-ე წუთზე ტოლისომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ლიონი მოედანზე 10 კაცით დარჩა.
დამატებით დროში ნამდვილი საფეხბურთო დრამა ვიხილეთ — 105-ე წუთზე ჩერქიმ გაიტანა, რასაც 5 წუთში ლაკაზეტის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და 10 კაციანი ლიონი ორი ბურთით დაწინაურდა. ბოლო 10 წუთში კი მასპინძლებმა სასწაული მოახდინეს და მატჩი შემოატრიალეს. 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა, 120-ე წუთზე მეინომ გაათანაბრა და ზუსტად 1 წუთში მაგუაიერმა აიღო ლიონის კარი და მანჩესტერ იუნაიტედი 1/2 ფინალში გაიყვანა.
დღევანდელი შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო ლიონის 24 წლის ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ და მთავარმა მწვრთნელმა ის 64-ე წუთზე შეცვალა.
მანჩესტერ იუნაიტედი 5-4 (7-6) ლიონი
გოლები: 1-0 უგარდე (10'), 2-0 დალო (45+1'), 2-1 ტოლისო (71'), 2-2 ტალიაფიკო (78'), 2-3 ჩერქი (105'), 2-4 ლაკაზეტი (110'), 3-4 ბრუნო ფერნანდეში (114'), 4-4 მეინო (120'), 5-4 მაგუაიერი (120+1')
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი, განმეორებითი მატჩები
| წყვილები | ანგარიში | ორი მატჩის ჯამი |
| მან. იუნაიტედი V ლიონი | 5-4 | 7-6 |
| აინტრახტი V ტოტენჰემი | 0-1 | 1-2 |
| ბილბაო V რეინჯერსი | 2-0 | 2-0 |
| ლაციო V ბოდო/გლიმტი | 3-1 | 3-3 (პენ: 3-4) |
ევროპა ლიგა, 1/2 ფინალური წყვილები
| წყვილები | თარიღები |
| ტოტენჰემი V ბოდო/გლიმტი | 1 მარტი / 8 მარტი |
| ბილბაო V მანჩესტერ იუნაიტედი | 1 მარტი / 8 მარტი |
კონფერენს ლიგა, 1/4 ფინალი, განმეორებითი მატჩები
| წყვილები | ანგარიში | ორი მატჩის ჯამი |
| ფიორენტინა V სელიე | 2-2 | 4-3 |
| იაგელონია V ბეტისი | 1-1 | 1-3 |
| ჩელსი V ლეგია | 1-2 | 4-2 |
| რაპიდი V იუგარდენსი | 1-4 | 2-4 |
კონფერენს ლიგა, 1/2 ფინალური წყვილები
| წყვილები | თარიღები |
| ბეტისი V ფიორენტინა | 1 მარტი / 8 მარტი |
| იუგარდენსი V ჩელსი | 1 მარტი / 8 მარტი |









