"ღამურების" დამარცხებით, "ბლაუგრანა" კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 11 დღის შუალედში აღნიშნული გუნდები ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ. პრიმერა დივიზონში გამართულ მატჩში კატალონიელებმა "ლოს ჩესი" 7:1 გაანადგურეს.
Copa Del Rey
12:1 ბოლო ორი მატჩის ჯამში - ბარსელონამ ვალენსია ამჯერად კოპა დელ რეიზე გაანადგურა

კოპა დელ რეის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბარსელონამ სტუმრად ვალენსია 5:0 გაანადგურა. მასპინძლების კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა ფერან ტორესმა, ასევე თითო ბურთი ლამინ იამალმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. გიორგი მამარდაშვილს არ მიუღია მონაწილეობა ამ მატჩში, მისი ადგილი სტოლე დიმიტრიევსკიმ დაიკავა.








