მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა ბოტაფოგომ დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი პარის სენ-ჟერმენი (1:0). აღსანიშნავია, რომ რიო-დე-ჟანეიროელთა მოგებამდე, სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონი ევროპის უძლიერესი კლუბის დამარცხებას 13 წელი ვერ ახერხებდა.
ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი უკანასკნელად დაამარცხა 2012 წელს, როდესაც კორიანთიანსმა პაოლო გერეროს ბურთით ჩელსის მოუგო. ეს ყველაფერი მოხდა საკლუბო მუნდიალის ფინალში, როდესაც აღნიშნული ტურნირი ძველი ფორმატით ტარდებოდა.
იმის შემდეგ, რეალ მადრიდმა, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა დაამარცხა ლიბერტადორესის თასის სამი ტრიუმფატორი - რივერ პლეიტი, სან ლორენცო და გრემიო. ლივერპულმა, ჩელსიმ და მანჩესტერ სიტიმ კი ფლამენგო, პალმეირასი და ფლუმინენსე.









