14 მედალი მოიპოვეს ქართველმა ძიუდოისტებმა სალონიკის კადეტთა ევროპის თასზე. საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში გამართულ შეჯიბრებაზე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონობა იესო სამსიანმა (-73 კგ), ლუკა აბგაიძემ (-90 კგ) და ნიკოლოზ აფციაურმა (+ 90 კგ) იზეიმეს, ვერცხლის მედლის მფლობელები ნიკოლოზ ფალელაშვილი (-60 კგ), ნიკა ბრეგვაძე (-66 კგ), გიორგი მჭედლიშვილი (-73 კგ), ოთარ ჯაფარიძე (- 90 კგ) და მაია ღვალაძე (+70 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი თორნიკე მდინარაძემ (-55 კგ), გიგი კეკვიაშვილმა (-66 კგ), გიორგი გეწაძემ (-73 კგ), ლუკა ბუზიაშვილმა (-81 კგ), თამარ გამიაშვილმა (-63 კგ) და ნია ქაფიანიძემ (+90 კგ) მოიპოვეს.









