ლეგენდარულმა მარკოს კაფუმ თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორი დაიცვა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ხალხი ბრაზილიის ნაკრების ბოლო 15 წლის წარუმატებლობებში ადანაშაულებს მხოლოდ სანტოსის კაპიტანს, რაც შეცდომაა. მილანის ყოფილმა უკანახაზელმა აღნიშნა ისიც, რომ ბრაზილიელ ფორვარდს "სელესაოში" თავისი დონის შესაფერისი პარტნიორები არასდროს ჰყოლია.
"რა განსხვავებაა 2002 წლის ბრაზილიასა და თანამედროვე ნაკრებს შორის? რონალდოს თუ არ წაუვიდოდა თამაში, მის გვერდით რივალდო იყო. თუ პრობლემა ჰქონდა ორივეს, ინიციატივას საკუთარ თავზე რონალდინიო იღებდა. სამივეს წარუმატებლობის შემთხვევაში, კარლოსი ჯარიმას გაიტანდა.
იმ დროინდელ "სელესაოს" დიდი რესურსი ჰქონდა. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ხალხი ბოლო 15 წელიწადში ნაკრების წარუმატებლობებში მხოლოდ ნეიმარს ადანაშაულებს. რეალურად, მას არასდროს ჰყოლია "პენტაკამპეონეში" თავისი დონის შესაფერისი პარტნიორები."









