მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა. გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ბევრი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ლევერკუზენმა შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს, უნიონ ბერლინის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ფლორიან ვირცმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლევერკუზენმა 76 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა. ალონსოს გუნდს მხოლოდ ერთი გამარჯვებაღა სჭირდება და ბუნდესლიგის ჩემპიონობას ოფიციალურად იზეიმებს.









