პარმას ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ჯანფრანკო ძოლამ გაიხსენა 30 წლის წინანდელი მატჩი მილანთან, რომელშიც ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი შედგა. იტალიელი ექს-ფორვარდის თქმით, 17 წლის გამოუცდელი გოლკიპერი მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ თამაშობდა ისე, თითქოს 30 წლის იყო.
"ყოველთვის მომწონდა ბუფონი, პირველ რიგში მისი ხასიათის გამო. ის იყო 17 წლის, როდესაც ჩაატარა სადებიუტო მატჩი მილანის წინააღმდეგ და ჯიჯი გამოიყურებოდა ისე, თითქოს 30 წლის გამოცდილი მოთამაშე იყო. ვიცოდით, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელი გახდებოდა."
დავუბრუნდეთ იტალიელი მეკარის სადებიუტო მატჩს "როსონერის" წინააღმდეგ, რომელშიც მან კარის მშრალად შენახვა მოახერხა. იმის შემდეგ, "ჯალობლუს" აღზრდილი მეკარე ჩაატარებს 1000-ზე მეტ შეხვედრას, მოიგებს მუნდიალს და კიდევ არაერთ ტიტულს.









