ფრანკ რაიკაარდის თანაშემწემ ბარსელონაში, 2003-2006 წლებში, ჰენკ ტენ კატემ ერთმანეთს 17 წლის ლიონელ მესი და ლამინ იამალი შეადარა. ნიდერლანდელმა თავკაცმა წინ ესპანელი ვინგერი დააყენა. ეს ინფორმაცია გაავრცელა უესლი სნეიდერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კატალონიელთა ყოფილ დამრიგებელს ესაუბრა.
"ცოტა ხნის წინ, ჰენკს ვესაუბრე. პერიოდულად განვიხილავთ სხვადასხვა საფეხბურთო თემებს, მათ შორის 17 წლის მესისა და იამალის შედარებას. ტენ კატემ აღნიშნა, რომ ლამინმა უკვე აჯობა ლიონელს, ყოველ შემთხვევაში, ამ ასაკში. ბევრი დაეთანხმება მას, ბევრი - არა."
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა შემტევმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 17 წლის ასაკში მოასწრო ცხრა მატჩის ჩატარება და ერთი გოლის შეგდება. რაც შეეხება ესპანელ ვინგერს, მის ანგარიშზე უკვე არის 100 შეხვედრა, 22 გატანილი ბურთი და 33 ასისტი.









