ბოლო პერიოდში, კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების მთავარ ტალანტს ლამინ იამალს ბევრი აკრიტიკებს, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა ხორხე მენდეშმა გააკეთა.
"არ მესმის, რატომ არის იამალის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. 18 წლის არ ყოფილხართ? როგორც პრეზიდენტმა ლაპორტამ თქვა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ მას მაქსიმალურად, რადგან ის კლუბისთვის დიდი აქტივია.
ლამინზე მთელ მსოფლიოში საუბრობენ. ყველა თანხმდება, რომ ის მომავლის გამორჩეული მოთამაშეა. ყველას ყურადღების შენზე მიპყრობას ასევე დიდი პასუხისმგებლობა და ზეწოლა ახლავს თან.
ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი დახმარება, რათა თავის საქმეზე სრულად კონცეტრირდეს", - განაცხადა მენდესმა.









