ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ ოქროს მედალი მოიპოვა.
55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი 9:7 დაამარცხა.
18 წლის ლოლუამ მსოფლიოს ჩემპიონტზე შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა.
ვახტანგ ლოლუამ ჯერჩინელი ჰუოინ შის 9:1 მოუგო, შემდეგ რუმინელი დენის ფლორინ მიჰაი 3:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მუჰამეთ ემინ ჩაკირს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, ლოლუამ წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.









