ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ფინალში, ატალანტამ ლევერკუზენი 3-0 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
ფინალში სამივე გოლი იტალიური კლუბის შემტევმა, ადემოლა ლუკმენმა გაიტანა - 26 წლის ნიგერიელმა მეტოქის კარი მე-12, 26-ე და 75-ე წუთებზე აიღო.
ადემოლა ლუკმენი ისტორიაში შევიდა და გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირის ფინალში 3 გოლი გაიტანა. ბოლოს აღნიშნული შედეგი 1975 წლის უეფას თასის ფინალში მიუნხენგლადბახის ბორუსიას მაისურით იუპ ჰაინკესმა დააფიქსირა.
ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენის 51 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და ევროტურნირი პირველად მოიგო.
Europa League
1975 წლის შემდეგ პირველად - ლუკმენმა ევროტურნირების რეკორდი გაიმეორა











